ლევან მახაშვილი: პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და მოსახლეობას, ის ყურადღებას გაამახვილებს გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებზე
“პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და მოსახლეობას. ის გაამახვილებს ყურადღებას გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებზე”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
“პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და მოსახლეობას. ის გაამახვილებს ყურადღებას გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებზე – იქნება ეს არჩევნები, შიდა პოლიტიკური პროცესები, გეოპოლიტიკური ცვლილებები, პრეზიდენტის ტრამპის პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე და ა.შ. ყველა საკითხზე, რაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის. ასევე, ექნება საუბარი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ეკონომიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესება და ა.შ. პარლამენტარებს ფრაქციის სახით ექნებათ შესაძლებლობა, რომ კომენტარი გააკეთონ პრეზიდენტის სიტყვაზე”, – აღნიშნა მახაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.