არჩილ გორდულაძე: ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ღირსება დაუბრუნოს ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია
“ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ღირსება დაუბრუნოს ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ლეგიტიმურად არჩეულ საქართველოს პარლამენტში ღირსეული კაცი, ღირსეული პრეზიდენტი წარდგეს და თავისი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე წარმოთქვას. ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ღირსება დაუბრუნოს ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია”, – აღნიშნა გორდულაძემ.
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.