leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: ცვლილებები, რომლებიც დაანონსდა, ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცავებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება

“ცვლილებები, რომელიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს, ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცავებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა მათ შორის არეულობის მცდელობებმა, სამართალდამცავებზე თავდასხმებმა, პოლიტიკოსებზე საქმიანობაში ხელშეშლამ, ეკონომიკის დაზიანების და ჩამოშლის არაერთმა მცდელობამ არაერთხელ დაგვანახა, რომ სახელმწიფოს სჭირდება ჰქონდეს მართვის უფრო სერიოზული ბერკეტები ინსტრუმენტები. მათ შორის, ის ცვლილებები, რომლებიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს, ემსახურება იმას, რომ თითოეული პრინციპი, რომელიც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს შემთხვევაში მოქმედებს, იყოს სათანადოდ რეაგირებული და სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცავებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება”, – აღნიშნა წილოსანმა.

“ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ