საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში,45-მდე კერძო კომპანიასთან ერთად ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. „OTM 2025“-ზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „KAZIN DMC“-ის წარმომადგენელი ცოტნე მიროტაძე.
„ჩვენი პირველი გამოფენაა მუმბაიში. ინდოეთი ყოველთვის იყო ჩვენი კომპანიის ყურადღების ეპიცენტრში. შევხვდით უამრავ პარტნიორს, რომლებთანაც დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ბევრთან ახლა დავამყარეთ ურთიერთობა. ინდოეთში, მუმბაის ტურისტული გამოფენის შემდეგ საქართველოს ცნობადობა იზრდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაინტერესებაა საქმიანი ტურიზმით. საქართველოს ბევრი შეთავაზებაა აქვს ინდოელებისთვის. ინდოელ ტურისტებს უყვართ მოგზაურობა, კულტურა, ქართული სამზარეულო. იმედი მაქვს, რაოდენობრივად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა საქართველოში ინდოეთიდან“, – ამბობს ცოტნე მიროტაძე
„OTM 2025“-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.