leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნა

დავით მათიკაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ისაუბრებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნდა.

“ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე. პირველად ქვეყანა მოისმენს საპარლამენტო წესით არჩეული პრეზიდენტის მოხსენებას. მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, საუბარი იქნება იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი მოხსენება.

კიდევ ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მომენტი – იმ დაზიანებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ფონზე, რაც მემკვიდრეობით წილად ხვდა მიხეილ ყაველაშვილს, მას, ბუნებრივია, ახალი გამოწვევა აქვს, მან ღირსება დაუბრუნა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამ მიმართულებით ის თავის საქმიანობას გააგრძელებს”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებით გაიხსნება.

ასევე იხილეთ