leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია “ახალზე”: ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თანამგზავრი, სატელიტი პარტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიას განცხადებით, პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამგზავრი, სატელიტი პოლიტიკური ძალა იქნება.

მისივე თქმით, ახალი პარტიების შექმნა ოპოზიციის ტაქტიკურ სვლებს უკავშირდება.

„ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თანამგზავრი, სატელიტი პარტია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის გარკვეული ტაქტიკური სვლები. არჩევნებზე დარჩებიან,ალბათ, 1-2%-ის ფარგლებში“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ და “მთავარი არხის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პარტია “ახალი” შექმნეს.

 

 

ასევე იხილეთ