leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქარქაშაძე „Connect 2025“-ზე „British Airways“-ის მენეჯმენტს შეხვდა

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის „Connect 2025“-ის ფარგლებში, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის „British Airways“-ის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების ტექნიკურ დეტალებს. ასევე, მხარეებმა განიხილეს საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

„British Airways“-თან ინტენსიური მოლაპარაკებები „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. შედეგად, 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com   შესაძლებელია.

„British Airways“ მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

 

ასევე იხილეთ