leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: კანონები მკაცრდება, რადგან სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მშვიდად მართოს ქვეყანა

“რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მშვიდად მართოს ქვეყანა”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები პრევენციულ ხასიათს ატარებს.

“ეს ატარებს პრევენციული მექანიზმის ხასიათს ერთის მხრივ. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც არის მზად, რომ ჩაიდინოს დანაშაული, მან უნდა იცოდეს, რომ ამ დანაშაულს მოჰყვება უკვე უფრო მკაცრი ფორმა. ამ შემთხვევაში, პოტენციურ დამნაშავეებზეა საუბარი, თორემ კეთილსინდისიერი მოქალაქე, ვინც დანაშაულს არ ჩადის, იმას ეს კანონი საერთოდ არ აწუხებს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. საუბარია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან ცვლილებებზე.

 

ასევე იხილეთ