გოგა ხაინდრავა თეა დარჩიაზე: ეს გადაგვარებული, ბოროტი არსება! ამ ასაკის ბავშვების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერსაც კი არ მოსვლია აზრად
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა X-ის საკუთარი გვერდიდან ეხმიანება თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნოს მცირეწლოვანი ბავშვების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ფაქტს.
„ეს გადაგვარებული, ბოროტი არსება!
ამ ასაკის ბავშვების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერსაც კი არ მოსვლია აზრად!
მშობლები არა ჰყავთ ამ ბავშვებს? არც უფლებები გააჩნიათ? ვინმე დაფიქრდა მათ მომავალზე? ბავშვებს არ ესმით ჯერ! არც მშობლებს?“ – წერს ხაინდრავა.