leaderboard_below_slide
left_sabechdi

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში იმართება.

აღნიშნული ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

წლევანდელ ფორუმზე განსახილველი საკითხებია: ტექნოლოგიები, ციფრული ვალუტა, კიბერუსაფრთხოება, უცხოური ინვესტიციები, ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი, ახალი თაობის ტელეკომუნიკაციები, ფინანსური ქსელები, სტრატეგიული მინერალები, საზღვაო კაბელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მათთან დაკავშირებული საფრთხეები.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფორუმში, ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის და ფილიპინების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მარტინ რომუალდეზის მიწვევით მონაწილეობს.

ფორუმის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ასევე იხილეთ