leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად

„სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციის დისკრედიტაცია და სამართალდამცველების შეურაცხყოფა მიუღებელია.

„სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით, რადგან ის, რაზეც ვსაუბრობთ – პოლარიზაცია, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს თუნდაც პოლიციის დისკრედიტაცია, თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია; პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ