leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა

რუსეთის არმიამ უკრაინის ხარკოვის ოლქში ქალაქ იზიუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტის რაკეტა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩავარდა. დაიღუპა 5 და დაშავდა 20 ადამიანი.

ოკუპანტის იერიშის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ერთი ადმინისტრაციული შენობა და სამოქალაქო ობიექტები.

ასევე იხილეთ