აშშ-ში უკრაინის ელჩი: უკრაინა მზად არის, 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს
უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკულ მხარესთან უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი არ განხილულა, თუმცა მისი თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ თემას წამოწევს, უკრაინა მზად არის დიალოგისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
“როდესაც ეს საკითხი თეორიულად განიხილებოდა 2023-2024 წლებში, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამისთვის საჭიროა საბრძოლო მოქმედებების დასრულება. ომის დროს ვერ შევძლებთ ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის სრულად უზრუნველყოფას”, – განაცხადა მარკაროვამ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია არჩევნები ჩაატაროს წელს, თუ სავრძოლო მოქმედებები შეჩერდება და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები შეიქმნება.