leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ არაერთი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ ისჯებიან იმისათვის, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ისჯებიან მოქალაქეები, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა.

„ფრანგმა ევროპარლამენტმა რაც არ უნდა განაცხადოს, რასაკვირველია, ეს ეხება საქართველოს ინტერესებს და აქ სტაბილური, კანონს დაქვემდებარებული ატმოსფეროს შენარჩუნებას. რაც ყველას ინტერესში უნდა იყოს. ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ არა ერთი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ ისჯებიან იმისათვის, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა.

პოლიციელი კი არ არის რაღაც განსაკუთრებული ფიგურა, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომელიც წესრიგს იცავს. ასე რომ, სანამ განცხადებას გააკეთებს ვინმე – ფრანგი იქნება, გერმანელი თუ პოლონელი, რასაკვირველია, უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმე ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ასევე იხილეთ