leaderboard_below_slide
left_sabechdi

სერგეი ლავროვი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო

„სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეცდომა კარგი გაკვეთილი იყო რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ქვეყნის მცხოვრებლების ამჟამინდელი თაობისთვის.

„ჩვენი დიდი სინანულით, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მას შემდეგ, რაც რუსეთი საბჭოთა კავშირის გარეთ სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ახლა ეს უკვე აღიარებულია ყველას მხრიდან, მათ შორის სახელმწიფო დონეზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ასევე იხილეთ