leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: დაუსჯელს ვერ დავტოვებთ იმას, რაც ჩაიდინა იმ რეჟიმმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„დაუსჯელს ვერ დავტოვებთ იმას, რაც ჩაიდინა იმ რეჟიმმა. ბევრჯერ ჩამოგვითვლია ის სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი… რატომ მოხდა ისე, რომ აღუდგინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები და დღეს ბორდერიზაცია მაგ დადგენილი საზღვრებით მიდის. აღმოჩნდა ისე, რომ, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესწავლას იწყებს. საკანონმდებლო ორგანო დასკვნას 6-თვიანი გამოძიების შემდეგ, სექტემბერში პროკურატურას წარუდგენს. გამოძიება სამხედრო გენერლებსა და ჯარისკაცებს არ შეეხება.

ასევე იხილეთ