გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები დღემდე ცდილობენ, რომ ქვეყანა შეიყვანონ ტურბულენტურ გარემოში.
„დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება. რასაკვირველია, ამას შეფასება სჭირდება, საიდან მოდის და რა დანაშაულები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი, რომლებიც დღეს ცდილობენ განსაკუთრებით ახალგაზრდებს წინ გაუძღვნენ რაღაც დემოკრატიის ბაირაღებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესწავლას იწყებს. საკანონმდებლო ორგანო დასკვნას 6-თვიანი გამოძიების შემდეგ, სექტემბერში პროკურატურას წარუდგენს. გამოძიება სამხედრო გენერლებსა და ჯარისკაცებს არ შეეხება.