leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკვე ვმუშაობთ კონკრეტულ თარიღებზე ამერიკული დელეგაციის ვიზიტისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი გუნდი მიმდინარე კვირაში ესაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველს და უკრაინის საკითხებში მის მთავარ წარმომადგენელს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ისინი მუშაობენ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებაზე.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ კონკრეტულ თარიღებზე ამერიკული დელეგაციის ვიზიტისთვის. ახლა ვაზუსტებთ დელეგაციის შემადგენლობას და ველოდებით მათ ჩამოსვლას. ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა. ერმაკის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველთან, მაიკ უოლცთან განიხილა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ ასევე იმსჯელეს ზელენსკისა და ტრამპის პირადი შეხვედრის ორგანიზების საჭიროებაზეც.

ასევე იხილეთ