აშშ-ის პრეზიდენტმა, დომალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ USAID-ის დახურვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სააგენტოს შერწყმას სახელმწიფო დეპარტამენტთან. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობას.
ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ძალისხმევაზე, აკეთებს დიდ საქმეს და რომ სააგენტოში თაღლითობის ბევრი შემთხვევაა.