leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: თუ აშშ-ს არ სურს დაეხმაროს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაში, უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტია – ბირთვული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ს არ სურს დაეხმაროს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაში, უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტია – ბირთვული იარაღი.

ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა „წლების ან ათწლეულების“ განმავლობაში გაჭიანურდეს.

„ამ შემთხვევაში ჩნდება სრულიად სამართლიანი კითხვა: რა დაგვიცავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ დროის განმავლობაში? რა სახის მხარდაჭერის პაკეტი, რა რაკეტები? მოგვცემენ ბირთვულ იარაღს? მაშინ დაე, მოგვცენ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„დაგვიბრუნეთ ბირთვული იარაღი, მოგვაწოდეთ სარაკეტო კომპლექსები, პარტნიორებო, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში, გადმოიყვანეთ თქვენი კონტინგენტი ჩვენი სახელმწიფოს იმ ნაწილებში, სადაც გვსურს სიტუაციის სტაბილურობა, რათა ხალხი მშვიდად იყოს“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ