leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ ჩოჩია: როდესაც ადამიანები პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებენ, გაცილებით მკაცრი სანქციებით ისჯებიან, ვიდრე ეს ხდებოდა საქართველოში

“როდესაც ადამიანები პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებენ, გაცილებით მკაცრი სანქციებით ისჯებიან, ვიდრე ეს ხდებოდა საქართველოში”,– ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის და დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

“მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ასევე ის კონტექსტი, რომ ცვლილებები სრულად იზიარებს ევროპულ სულისკვეთებას და ევროპაში არსებული სტანდარტით შეიცვლება ჩვენი – როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველოში გაცილებით მსუბუქი რეგულაცია იყო ამ მიმართულებით, ხოლო ახლა მოხდება ჰარმონიზაცია და გადმოვიღებთ ზუსტად იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. როდესაც ადამიანები პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებენ, გაცილებით მკაცრი სანქციებით ისჯებიან, ვიდრე ეს ხდებოდა საქართველოში”, – აღნიშნა ჩოჩიამ.

ასევე იხილეთ