leaderboard_below_slide
left_sabechdi

წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„წავკისში გვქონდა სერიოზული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგება.

 

ასევე იხილეთ