leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს პარლამენტის 49 წევრის განცხადებაზე და ყველა პირთან მიმართებით მხარი დაუჭირა მათი განცხადების დაკმაყოფილებას

“კომიტეტის სხდომაზე ჩვენ გავიხილეთ საქართველოს პარლამენტის 49 წევრის განცხადება, წევრობის უფლებამოსილებაზე უარის თქმის თაობაზე”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

“ეს პარტიებია „ლელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“. კომიტეტმა იმსჯელა საკითხთან დაკავშირებით და ყველა პირთან მიმართებით მხარი დაუჭირა მათი განცხადების დაკმაყოფილებას, ანუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, გადაწყდება, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის სესიის მიერ. ეს, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო და ცნობილი საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ