leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი „ბაკურიანი 2025“ გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი „ბაკურიანი 2025“ გაიმართა.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ჩემპიონატი 15 წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები, და სიმბოლური საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, ტიტულოვანმა ძიუდოისტებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა გადასცეს.

ტურნირის არბიტრთა შორის გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის ომების ვეტერანი, სპორტის ოსტატი ჭიდაობა ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი გია ედილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ასპარეზობის მონაწილე სპორტსმენები დაბა ბაკურიანში 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და ემზადებოდნენ.

ასპარეზობას ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და ვეტერანები.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემია, სადაც ძიუდოში 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, უსასყიდლოდ წვრთნის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს.

 

ასევე იხილეთ