leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება, სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

ასევე იხილეთ