leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-ზე, ეჭვი გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავეს საქმიანობდნენ საქართველოში, მოვუწოდებთ პარტნიორებს, უფრო ყურადღებით იყვნენ

“ამერიკის შეერთებულ შტატებში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-თან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავე საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოში. მოვუწოდებთ პარტნიორებს, დაინტერესდნენ, რეალურად, რაში იხარჯება საქართველოში მათი გადასახადების გადამხდელების ფული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთ-ერთ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი აღნიშნავს: “აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია. უნდა გადამოწმდეს, გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი”.

“არ შემიძლია, ჩვენს საზოგადოებას არ შევახსენო, მაგალითად, იგივე დანიის ფულით დაფინანსებული „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიას უტარებდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ოპოზიციურ პარტიებს და შეფუთული იყო რაღაც დემოკრატიის ფესტივალად. ბოლოს ვეღარც მოითმინეს და პირდაპირ ბანერები გამოჩნდა „ფრი მიშას“ წარწერით. ასეთი ძალიან ბევრი მაგალითია. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უფრო ყურადღებით იყვნენ, დაინტერესდნენ, რეალურად, რაში იხარჯება საქართველოში მათი გადასახადების გადამხდელი მოქალაქეების ფული”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ