leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილია თოფურია: ქვემსუბუქ დივიზიონში ვოლკანოვსკიზე მეტად ჩემთან ბრძოლას არავინ იმსახურებს

“ქვემსუბუქ დივიზიონში ალექსანდერ ვოლკანოვსკიზე მეტად ჩემთან ბრძოლას არავინ იმსახურებს”, – ამის შესახებ UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა.

თოფურიას თქმით, ორგანიზაციამ იცის, რომ მსუბუქ წონაში ასვლა და ამ წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვებაც სურს.

“ორგანიზაციამ ჩემი სურვილის შესახებ იცის, მსუბუქ დივიზიონში გადასვლა მინდა, თუმცა ყველაფერს UFC-ი წყვეტს. მათ იციან, როგორ მართონ ბიზნესი და თუ მეტყვიან, რომ ქვემსუბუქ წონაში უნდა დავრჩე და ქამარი დავიცვა, ამას გავაკეთებ.

ალექსანდერ ვოლკანოვსკიზე მეტად საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას ქვემსუბუქ დივიზიონში არავინ იმსახურებს, თუმცა ამის გაკეთება არ მსურს. მომწონს ალექსი და ვიცი, რაც მოხდება. შესაძლოა, შემდეგ დაპირისპირებაში არა ნოკაუტით, არამედ მახრჩობელა ილეთით დავამარცხო”, – განაცხადა თოფურიამ.

სპორტულ მედიაში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირების შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის სახელით გამომსვლელი სპორტსმენი ამჟამად მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია.

ასევე იხილეთ