leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქარსელაძე: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას, ასევე გაზიარებულ იქნა ის მიღწევები, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოდერნიზაციას ეხება

„ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე გაზიარებული იქნა ბოლო მიღწევები და ის მიმართულებები, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოდერნიზებას ეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას. ბოლო მიღწევები იქნა გაზიარებული იმ  მიმართულებით, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოდერნიზაციას ეხება. ის ეფექტები, რომელიც უკვე სახეზეა, შესაბამისი დასრულებული პროექტებისა და მონაკვეთების სახით, ასევე ის გეგმა, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის სახით, როგორც ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, ასევე მთელ რიგ ღონისძიებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის პერიოდის გათვალისწინებით და შემდგომში უკვე უკრაინის ომიდან გამომდინარე, დერეფანი მზად დახვდა გაზრდილ ტვირთბრუნვას, უფრო მეტიც რეალურად იმ უახლოესი გეგმების განხორციელების შედეგად, რამდენჯერმე იზრდება გამტარობა, რაც ცალსახად მიუთითებს დერეფნის მიმზიდველობის გაზრდასა და შესაბამისად, ტვირთნაკადების გაზრდას.

მნიშვნელოვანია ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც გეგმაშია, რადგანაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც ამავდროულად არის საერთაშორისო მარშრუტების კრიტიკული მონაკვეთი. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადებითად შეფასდა და შემდგომში ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პროექტების განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს იმ დიდი პოტენციალის გამოყენებას, რასაც შუა დერეფანი, დაკავშირებადობის გაუმჯობესება და ყველა თანმდევი სარგებელი ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

ასევე იხილეთ