leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი USAID-ზე: რა დახმარებაზეა ლაპარაკი, რა გვიღირს იმის ფასად, რომ ებრძოლონ ტრადიციებს, ებრძოლონ ეკლესიას ებრძოლონ სუვერენიტეტს

„რა დახმარებაზეა ლაპარაკი, რა გვიღირს იმის ფასად, რომ ებრძოლონ ტრადიციებს, ებრძოლონ ეკლესიას ებრძოლონ სუვერენიტეტს. სულ მილიარდები, რომ იხარჯებოდეს ქვეყნის დასახმარებლად, რაც არ იხარჯება, მაინც არაფერი გვიღირს იმის ფასად, რომ სუვერენიტეტი წაგართვან და შენს ტრადიციას და რელიგიას ებრძოლონ”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ USAID-ის მავნებლური პოლიტიკაზე საუბრისას.

მისი თქმით, სწორედ სახელმწიფო გადატრიალება იყო USAID-ის მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

„გაგახსენებთ, როგორი შოკი იყო, როდესაც ჯერ კიდევ 3 წლის წინ „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ მხილება იმ მავნებლური პოლიტიკის და მავნებლური პროექტების რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა. ხორციელდებოდა აშშ-დან, სწორედ USAID-ის დაფინანსებული პროექტებით და მათი ქართველი აგენტების ხელით.

თუმცა მანამდე იყო კიდევ სხვა პროცესი, როდესაც ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების შემდეგ USAID-ის დაფინანსებული პროექტით გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები ერთ-ერთმა ქართულმა ენჯეომ ე.წ. „სამართლიანმა არჩევნებმა“. ეგრეთ წოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ სამართლიანობის მას ნამდვილად არაფერი არ აქვს. გააყალბა და ეს ძალიან კარგად იცოდა, როგორც USAID-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ისე სავარაუდოდ საქართველოში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა.

მაშინ მათ უნდოდათ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რაც არ გამოუვიდათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, თუ კი USAID-ის დახმარებით შესაძლოა მცირე სოციალური პროექტები ხორციელდებოდა თუმცა ამის პარალელურად 120 მილიონი დოლარი მიმართული იყო ქვეყნის გადატრიალებისკენ.

„ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ, როგორც ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი და მერე დენიგანი, ახლანდელი ელჩი, როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ აშშ-ს 6 მილიარდიან დახმარებაზე საქართველოში. ვერანაირ 6 მილიარდიან დახმარებამდე ჩვენ ვერ მივედით იმიტომ, რომ სამ ნახევარ მილიონს ვერ გავცდით მაგრამ იმ სამ ნახევარი მილიარდიდან ნახევარი არის ასეთი ანტი სახელმწიფოებრივი მავნებლობები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ