„დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ გავახარეთ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა. მართლაც ზეიმია ლამის ყოველი ხუთიდან სამ ოჯახში და დანარჩენ ორში რა ხდება არ ვიცი”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში, რომელიც 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.
„როდესაც აგენტი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნები ქუჩაში თუ პარლამენტში. რადიკალიზაციის კუთხით, პირიქით, ქუჩაში ნაკლები რესურსი გაქვს რადიკალიზმისკენ და პარლამენტში ამის მეტი ბერკეტი გაქვს. იმის გამო, რომ თვითონ არ ეყოთ ამდენი ჭკუა ვერ გათვალეს, რომ თავისი ამ აგენტურული მისიის შესრულება უკეთესად შეეძლოთ პარლამენტში და ამიტომაც დაუშვეს შეცდომა, მაგრამ თუ მათ აირჩიეს მხოლოდ ქუჩაში ყოფნა იყვნენ ქუჩაში, ეს მათი არჩევანია. დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ გავახარეთ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა. მართლაც ზეიმია ლამის ყოველ ხუთიდან სამ ოჯახში და დანარჩენ ორში რა ხდება არ ვიცი. ასე რომ, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა და არა უფრო ადრე სუბარმა განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული იყო ვადებზე.
„შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება დეკემბერშიც, მაგრამ დეკემბერში თუ სწორად ვიცი, შეიძლება მეშლება პირველი რადგან ნიკა გვარამიამ და მისმა პარტიამ „ახლებმა“ დაწერა, როდესაც პარლამენტის ბოლო სხდომა იყო, იქ გარკვეული ვადა იყო, როდესაც შეგიძლია ამის განხილვა, ერთკვირიანი ვადაა მგონი. ამ პარტიის ვადა გასული იყო, დანარჩენი ორი პარტიის ვადა არ იყო გასული და უბრალოდ არ ჩაჯდა დღის წესრიგში. როდესაც გაიხსნა საგაზაფხულო სესია ჩაჯდა დღის წესრიგში, თანაც მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ გადაეფიქრებინათ. ხომ შეიძლება, რომ ცხელ გულზე დაეწერათ და ცხელ გულზე როგორც ჩანს არ იყო დაწერილი იმიტომ, რომ დაწერეს საბოლოოდ არ გაუტანიათ უკან განცხადებები. კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2020-ში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში გვიჩიოდნენ, რომ ისინი არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი, ჩვენ ვართ მონათმფლობელები, რომლებიც ვაიძულებთ მათ იმუშაონ, როგორც მონებმა. გადავწყვიტეთ, რომ არ ვიყოთ პლანტატორები ამჯერად და გავათავისუფლეთ მონებისგან. მე მგონი მადლობებს უნდა გვიხდიდნენ“, – აღნიშნა სუბარმა.
რაც შეეხება გახარიას, სუბარის თქმით, ის თავიდანვე ამბობდა, რომ არ დაწერდა [განცხადებას], მაგრამ ლეგიტიმაციას არ მისცემდა პარლამენტს.
„არავის არ სჭირდება მისი ლეგიტიმაცია, პარლამენტს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, მაგრამ მისი მხრიდან ეს სიტყვები ჩალის ფასად იქცევა იმ წამს, რა წამსაც ისინი შემოვლენ პარლამენტში. ამის დრო აქვთ მაისამდე. დაველოდოთ, თუ მაისამდე ისინი არ შემოვლენ, ჩვენ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას გაცდენების გამო და თუ შემოვლენ, ისე იგი, თავისი სიტყვები ზუსტად ისევე წაიღეს უკან, როგორც თავის დროზე მელიამ პუფები, რომ უწოდა პარლამენტში ვინც შევა იმათ და შემდეგ თვითონაც შემოვიდა სხვა პუფებთან ერთად“, – განაცხადა სუბარმა.