leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მედიასაშუალებები გამოყენებულია ძალიან აქტიურ, ძალიან აგრესიულ იარაღად იმისათვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანებს ხელი შეუწყონ

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიის შესახებ კანონპროექტის მნიშვნელობა შეაფასა, რომლის დაინიცირებასაც ბრიტანული მოდელის მიხედვით, „ქართული ოცნება“ გეგმავს.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მედიასაშუალებები გამოყენებულია ძალიან აქტიურ, ძალიან აგრესიულ იარაღად იმისათვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანებს ხელი შეუწყონ და სამწუხაროდ, ეს ამოცანები ძირითადად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის ორიენტირებული რევოლუციური პროცესის განვითარებაზე.

აქედან გამომდინარეობს რეგულაციაც. თუმცა, ეს რეგულაცია, რასაკვირველია, არ არის იმდენად მკაცრი, რომ საერთოდ აკრძალოს რაიმე დაფინანსების მიღება. დაფინანსების მიღება შესაძლებელია, ოღონდ არა იმ მიზნისათვის, რასაც ჰქვია ქვეყნის დაქცევა და ჩამონგრევა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომ დაინიცირდება მედიის შესახებ კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.

ასევე იხილეთ