პაატა სალია: უნდა იყოს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს, როგორც ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
“უნდა იყოს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს, როგორც ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ მედიის შესახებ კანონპროექტის შესახებ, რომლის დაინიცირებასაც ბრიტანული მოდელის მიხედვით, “ქართული ოცნება” გეგმავს.
“ყველაზე კარგი გამოცდილება, ჩვენი შეფასებით, აქვს დიდ ბრიტანეთს, მათი საკანონმდებლო მოდელი და ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ამ სფეროს, მიგვაჩნია საუკეთესოდ და ყველა მეტად შესატყვისად ჩვენი რეალობისთვის. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნება კანონი, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება იმ ნორმებთან, რომელიც მედია სფეროს არეგულირებს დიდ ბრიტანეთში”, – განაცხადა პაატა სალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომ დაინიცირდება მედიის შესახებ კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.