leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: უნდა დასრულდეს იმის ილუზია, რომ საქართველოში ვინმეს უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, “მოლოტოვის კოქტეილი” ან პიროტექნიკა ესროლოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები შეაფასა.

“უნდა დასრულდეს იმის ილუზია, რომ საქართველოში ვინმეს უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, “მოლოტოვის კოქტეილი” ან პიროტექნიკა ესროლოს. ამ მხრივ ყველაფერი მკაცრდება. იმის ილუზიაც არავის უნდა ჰქონდეს, რომ შეუძლია, პოლიტიკური თანამდებობის პირს – დეპუტატი იქნება თუ საჯარო მოხელე, მუქარებით მიუვარდეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უმეტეს საჯარო სივრცეში. ეს ყველაფერი არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მაგალითები და ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ფაშიზმი საქართველოში დასრულდება”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება“, „სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც“.

 

 

ასევე იხილეთ