leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივებზე: ეს არის ამერიკული კანონი და ამერიკაში ამ კანონმა დღესავით უზრუნველყო გამჭვირვალობა

“ეს არის ამერიკული კანონი და ამერიკაში ამ კანონმა დღესავით უზრუნველყო გამჭვირვალობა და ეს ნიშნავს, რომ მან დემოკრატია დაიცვა ფარული და ჩრდილოვანი ქმედებებისგან”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკული „ფარას“ ანალოგის კანონის ამოქმედების საჭიროება ნამდვილად არის.

„ვხედავთ, რომ საქართველოში ეს საკითხები დღესაც აქტუალური არის, ვინაიდან ის დისკუსია, რომელიც ამერიკაში მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ USAID აფინანსებდა ისეთ თანხებს, რომელიც ძირს უთხრიდა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიას, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დღეს არის. ეს არის საერთო ინტერესი, რაც გაგვაჩნია ჩვენ, რაც გააჩნია შეერთებულ შტატებს, რაც ხელს შეუწყობს, საბოლოო ჯამში, გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ასევე იხილეთ