leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სკანდალური მხილებები, რომლებსაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებაზე, ჩვენთვის სიგნალია

“ორი თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომლის მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, რომელიც, როგორც ხედავთ, არის გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ამგვარი კანონმდებლობის საჭიროების მაგალითად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა.

„ის სკანდალური მხილებები, რომლებსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, შეერთებული შტატების საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანი არის, ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და იყოთ მზად იმისათვის, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან. ჩვენ ვნახეთ მხილებები იმასთან დაკავშირებით, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში. ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძნდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ