leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი: ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული “ფარა” – ეს ქვეყანას მოუტანს ამერიკულ სტანდარტს

“ერთი ერთში, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული „ფარა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტში ამერიკული “ფარას” კანონის მსგავსი პროექტის შესახებ საუბრისას.

“ერთი ერთში, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული “ფარა”. ეს ქვეყანას მოუტანს ამერიკულ სტანდარტს. ეს ფონდები აშშ-ის ოფიციალურმა უმაღლესმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, როგორც „რადიკალი გიჟები“ და ასევე გამოაცხადა, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციები. აი, ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ „რადიკალი გიჟებისგან“ ფინანსდებოდნენ – ეს არ არის ჩვენი ტერმინოლოგია, ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგიაა და რომელიც ამერიკის ტერმინოლოგიითვე გამოცხადებული არიან დანაშაულებრივ ორგანიზაციებად”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ასევე იხილეთ