leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: პარტია “დროას” აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროპის დემოკრატიის ფონდიდან

“დროას” აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მაგრამ ვიცით იმიტომ, რომ ელენე ხოშტარიამ შემთხვევით პოსტი დაწერა და იქიდან გავიგეთ, რომ თურმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მის კამპანიას აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი ფარულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა NED-ის საქმიანობას და აღნიშნა, რომ 2020 წლის ჩათვლით მათ ჰქონდათ საკუთარი პროექტები, ბაზა გაკეთებული, რომელიც შემდეგ დახურეს.

“მე მათთან, მათ ხელმძღვანელობასთანაც მქონდა არაერთი შეხვედრა თბილისში რომ იმყოფებოდნენ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ იქნებ გაასაჯაროოთ თქვენს მიერ დაფინანსებული პროექტები. მეუბნებოდნენ, რომ კი, როგორ არა, საჯარო არის. ვეუბნები არ არის თქო, კი, ვებგვერდზე არისო. ვაჩვენებდი ვებგვერდს, რომ 2020 წლის შემდეგ არაფერი აღარ არის განახლებული საერთოდ. კარგით, მოგაწვდითო მეუბნებოდნენ. შევთანხმდებოდით, ჩემი კაბინეტი უკავშირდებოდა შემდეგ მათ რომ დაბრუნდებოდნენ ვაშინგტონში, მიდიოდა გადამისამართება ერთთან, მეორესთან, მესამესთან და ასეთი უპატივცემულო აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ და ბოლოს პასუხსაც აღარ გვცემდნენ ხოლმე. დავხარჯავთ ფულს როგორც გვინდა და რაშიც გვინდა და საერთოდ ანგარიშვალდებული არ ვართ ქართველი ხალხის მიმართ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც 2020-ში USAID-ი ყალბი PVT-ის გავრცელებაში იყო ჩართული საქართველოს ხელისოფლება არ გაჩერდა და მართალი აღმოჩნდა.

“დღეს ხომ ნახეთ როგორი მართალი აღმოვჩნდით მეც და მთლიანად „ქართული ოცნებაც“, როგორი მართლები აღმოვჩნდით USAID-თან დაკავშირებით და ახლა თავად [აშშ-ს] ადმინისტრაცია მოიხსენიებს მათ, როგორ გააუქმეს, შედით ვებგვერდიც აღარ არსებობს ერთი „ფრონტფეიჯიღა„ დარჩა. სულ რაღაც თხუთმეტი თვის წინ 2023 წლის ოქტომბერში, როდესაც „კანვასის” სკანდალი გასკდა, ამერიკის საელჩოს განცხადება დღესაც დევს მათ ფეისბუქ გვერდზე რომ USAID-ი კარგი ორგანიზაციაა, „კანვასი” კარგ საქმეს აკეთებს. დღეს ხომ თავად საელჩოს ხელმძღვანელობა, სახელმწიფო მდივანი ამბობს რას აშავებდა USAID-ი. ასე რომ, მას შემდეგ, რაც მივყევი NED-ს, შემდეგ საერთოდ წაშალეს ვებგვერდიდან ამ პროექტების სია. შედით, ვერ ნახავთ ამ სიას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის კონკურსს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მისი თქმით ერთ-ერთ საპრიზო ადგილზე ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის, სავარაუდოდ „ტვ-პირველის“ სიუჟეტი მოხვდა, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას, შეკრებებს ეხება და სიუჟეტის სათაურშივე მოხსენიებულია ეს თავყრილობები, როგორც „რუსული მარში“.

„მილიონ ასოცი ათას ადამიანს ამას რომ აკადრებს ჟურნალისტი და შემდეგ ამ სიუჟეტს ევროკავშირის წარმომადგენლობა რაღაც საპრიზო ადგილზე გაიყვანს, რა არის ახლა ეს, თუ არა ქართველი ხალხის დაცინვა. რა არის ეს, თუ არა პროპაგანდა. 65 ათასი დოლარი გერიცხებოდათ NED-გან „ტვ-პირველის“ ჟურნალისტების ხელფასებისთვის. ესეც კია მითითებული დანიშნულებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ