ირაკლი კობახიძე: ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი
„საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებული ინტერესს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ, ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ, ამ პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ეწვევით ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.