მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ყაზახეთისთვის
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
“ყაზახეთთან თანამშრომლობა, პარტნიორობა არის ჩვენთვისაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
“ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ყაზახეთისთვის. ჩვენი ინტერესები ბევრი მიმართულებით ემთხვევა. იცით, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია შუა კორიდორის განვითარება და საქართველომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სწორედ, ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ყაზახეთთან თანამშრომლობა, პარტნიორობა არის ჩვენთვისაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი კობახიძეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.