leaderboard_below_slide
left_sabechdi

11 თებერვლიდან ოზურგეთის მიმართულებით კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს

ძვირფასო მგზავრებო!

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება და მგზავრობის ხანგძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს. კერძოდ, თბილისიდან გავა 09:00-ზე და ოზურგეთში ჩავა 16:18-ზე, ხოლო ოზურგეთიდან 08:40-ზე დაიძვრება და თბილისში 16:00-ზე ჩამოვა. აღნიშნულ მიმართულებაზე მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 11-15 ლარი იქნება. მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე gr.com.ge-ზე.

მცირედი ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე – ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. უფრო კონკრეტულად, ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ ქუთაისში, რიონის სადგურამდე. ხოლო ის მგზავრები, ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარებლებში (№6355/6356 და №6353/6354 ), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. ამ მატარებელზე (რიონი-ქუთაისი 1) მგზავრობის საფასური 0,50 თეთრი იქნება.

ძვირფასო მგზავრებო, აქვე შეგახსენებთ, რომ gr.com.ge-ზე, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (№874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (№870/869) მატარებლის ბილეთები.

ასევე იხილეთ