leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: მამუკა, მოიტანე ფული, იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ

“საერთაშორისო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე დაადანაშაულა და 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი, მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ, ფული მოიტანე, ბიჭო”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი, ემსახურებოდა უცხოურ პატრონებს და პოლიტიკაშიც უცხოელი ინტერესების გამტარებლად მოვიდა.

„ლუსტრაცია მოხდა ვის და როგორ ემსახურება. გადმოცემით რაც ვიცი და ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ყოველთვის იყო ის, ვინც დღეს არის. ემსახურებოდა უცხოურ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოელი ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? იმიტომ რომ მის არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს ქართველმა ხალხმა მხარი არ დაუჭირა. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი – ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს ითხოვდა ქართველი ხალხისგან და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში“.

ასევე იხილეთ