leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვი ვაშინგტონთან დიალოგისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. როგორც ის ამბობს, დიალოგი “მკაცრი ვაჭრობის რეჟიმში”, ახალი ტერიტორიული რეალობისა და რუსეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.

რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რთული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას და მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით წარმართოს.

მისი თქმით, ახლა არჩევანი აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავად უნდა გააკეთოს.

ასევე იხილეთ