leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე –   ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძის და ლევან ძნელაძის კანდიდატურა წარადგინა. დეპუტატებმა ოთხივე კანდიდატურა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.

როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ  ეროვნული ბანკი სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.

„წელიწად-ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას და ეროვნულ ბანკს უწევდა ცხრიდან ხუთი წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნების და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შევძელით საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ასევე იხილეთ