leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი დიპლომატების შეხვედრაზე: ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი – ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას, ჩვენს ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი“.

გამსახურდია მოუწოდებს ემსახურონ საქართველოს და არა სხვას, რადგან  ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები.

„ასე და ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი. ამათ მიერ წახალისებული და წაქეზებული ბევრი საჯარო მოხელე დღეს თვისობრივად სხვა აზრზეა, დაინახეს ამ მავნებლური ძალის მავნე შედეგები. ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას. ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები“, – წერს გამსახურდია X-ზე.

ასევე იხილეთ