უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინამ F-16 თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდების სამეფოსგან. მადლობა, ნიდერლანდებო!
ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ გამარჯვებას გვაახლოებს და უკრაინული ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ნიდერლანდებისგან მიღებული თვითმფრინავების რაოდენობა არ სახელდება.
ცნობისთვის, დღეს, 6 თებერვალს, უკრაინამ ასევე „Mirage 2000“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო საფრანგეთისგან.