ზურაბ ქადაგიძე USAID-ის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე: ყველაზე საინტერესო პროცესი არა სკანდალები და მაქინაციური ფაქტებია, არამედ ამ ფაქტებზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისგების პროცესის დაწყება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე USAID-ის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რამხელა ავანტიურა მოაწყო გლობალურმა ომის პარტიამ, რომ პროპაგანდისთვის ამერიკელ მსახიობებსაც ქირაობდა, მილიონებს უხდიდა და მსოფლიოს აჯერებდა, რომ ზოგი ფილმის გადასაღებად, ზოგი მოხალისედ და ზოგიც, ჰუმანიტარული მიზნით სტუმრობდა ზელენსკის“, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ყველაზე საინტერესო პროცესი ახლა იწყება, როდესაც მაქინაციურ პროცესებში გარეული ხალხი პასუხისგებაში მიეცემა და მეტი ინფორმაციის გაჟღერებას დაიწყებს.
„მოკლედ, „პანდორას ყუთს“ თავი მოხადეს და ისეთი სიბინძურე ამოიყარა, ფანტასტიკის ჟანრს გასცდა უკვე. არამიზნობრივი ხარჯვა, „ატკატები“ და სხვა ქვეყნის მთავრობების წინააღმდეგ დახარჯული, ამერიკელი ხალხის ფული რომ გვეგონა სკანდალი, თურმე „სადა ბანაობ“ – ყაყაჩოს კულტივიზაცია ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში „ვოუქიზმის“ მხარდაჭერა და უკრაინაში ჰოლივუდის ვარსკვლავების ანაზღაურებადი სოლიდარობა უნდა ნახო შენ… ისე, რამხელა ავანტიურა მოაწყო გლობალურმა ომის პარტიამ, რომ პროპაგანდისთვის ამერიკელ მსახიობებსაც ქირაობდა, მილიონებს უხდიდა და მსოფლიოს აჯერებდა, რომ ზოგი ფილმის გადასაღებად, ზოგი მოხალისედ და ზოგიც, ჰუმანიტარული მიზნით სტუმრობდა ზელენსკის. ამის მერე რაღა უნდა გაგიკვირდეს არ ვიცი, თან პროცესი არ ჩერდება. კაცი აღარ იძებნება, ვინც ამ „პანდორას ყუთს“ თავსახურს დააფარებს. ყველაზე საინტერესო პროცესი არა სკანდალები და მაქინაციური ფაქტებია, არამედ ამ ფაქტებზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისგების პროცესის დაწყება. რამდენი ალაპარაკდება და რამდენი დაიწყებს საკუთარი თავის გადასარჩენად სხვების ჩაძირვას… პოპკორნი არ ეყოფა „კინო-სეანსს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.