leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ

„ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.

„ტრამპი, მარკო რუბიო, მოქმედი ადმინისტრაცია აკეთებს ერთი მიმართულებით ჩვენთვის ძალიან პოზიტიურ განცხადებებს. ჩვენთვის იმიტომ, რომ რა განცხადებებიც კეთდება, ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს საბრძოლო საკითხებს. ოჯახური ღირებულებების და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოგვიწია. ევრო რეზულუციებში გვიწერეს, რომ ეს არ გააკეთოთო [კანონები არ მიეღოთ]. თითი გვიქნიეს კულისებში, თუ ღიად. გამჭვირვალობაზე [კანონზე] აღარაფერს ვამბობთ. ომზე [ჩართვაზე] საიდან მოიტანეთო და შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს. დღეს უფრო ნათლად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს ის, რისთვისაც ბრძოლა მოგვიწია. ღირებულებების ნაწილში დეკლარირებული ყველა განცხადება ჩვენ გვაწყობს, მაგრამ ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ