leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: გახარია დარწმუნდა, რომ თუ შემოიტანს განცხადებას, შევუწყვეტთ მანდატს და ამიტომ ამის შანსსაც ვტოვებ, რომ შემოვიდეს ამის შიშით

„გახარია არის უბედურ დღეში. ის არწმუნებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ერთი მხრივ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ბოლო პერიოდში მათ შორის ბატონი ბიძინას მასზე გაკეთებულმა განცხადებებმა, მათმა განცხადებებმა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამის გამო მხარს უჭერდა, უკვე დაარწმუნა. დღემდე რჩებიან ადამიანები, თქვენი პროექტიაო რომ გვეუბნებიან”, – განაცხადა გიორგი გახარიაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„გახარია დარწმუნდა, რომ თუ შემოიტანს განცხადებას, შევუწყვეტთ მანდატს და ამიტომ ამის შანსსაც ვტოვებ, რომ შემოვიდეს ამის შიშით. მათ ხომ პოლიტიკური თავმოყვარეობა არ აქვთ. სიბინძურით გაასწრეს „ნაცებს“. მათი დროინდელი მაღალჩინოსნები ათეულში ჰყავს, ჩვენზე ამბობენ „ნაცები“ არიანო. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ ვიღაცების დისკრედიტაციას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ