კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ფერმა-ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნენ.
1 000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.