leaderboard_below_slide
left_sabechdi

„უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ მესამე სეზონი დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ მესამე სეზონი დაიწყო. სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებმა პირველი ლექცია მოისმინეს და აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში.

სასერტიფიკატო კურსის მესამე სეზონში საქართველოს 59 მოქალაქე მონაწილეობს. პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. ამასთანავე, მონაწილეები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებისა და მათზე რეაგირების წესებს.

კურსის მიზანია, მსმენელებს გაუღრმაოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ასევე იხილეთ